ზაალ უდუმაშვილი - გარკვეული პარტიები ახლოს იქნებიან ერთმანეთთან, ზოგი დაშორებული - მთავარია, ჩვენ საერთო მიზნისთვის ვიბრძვით და ამ მიზნისთვის ბრძოლაში ყველა ერთიანი ვართ

ჩვენ საერთო მიზნისთვის ვიბრძვით და ამ მიზნისთვის ბრძოლაში ყველა ერთიანი ვართ, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ევროპულ საქართველოს, „გირჩს", სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ლელოს" შორის თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, განსხვავებებული შეხედულებების მიუხედავად, ოპოზიცია ერთიანია იმაში, რომ პარლამენტში არ შედის და ახალ არჩევნებს მოითხოვს.

„არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს არიან საკუთარი ღირებულებებით და არიან პარტიები, რომლებიც დაშორებულები არიან, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. ჩვენ ერთნი ვართ მთავარ მიზანში - ერთნი ვართ მაშინ, როდესაც შევთანხმდით, რომ არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ის მოპარულია. ამას ყველა პოლიტიკური პარტია იზიარებს, მიუხედავად იმისა, ერთმანეთთან რომელი უფრო ახლოს არის ან დაშორებული. მეორე - ჩვენ ყველა ერთად მოვითხოვთ ამ ქვეყანაში ახალ არჩევნებს.

ბუნებრივია, ყოველთვის ასე იქნება, გარკვეული პარტიები ახლოს იქნებიან ერთმანეთთან, ზოგი დაშორებული. მთავარია, რომ ჩვენ საერთო მიზნისთვის ვიბრძვით და ამ მიზნისთვის ბრძოლაში ყველა ერთიანი ვართ“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თანამოაზრე პარტიები ბლოკში არიან გაერთიანებული.

„ჩვენ ბლოკი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია გაერთიანებული ოპოზიცია“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, „ევროპული საქართველო“, „გირჩი", „სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო" აპირებს, რომ შექმნას ერთობა „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა