ფიქრია ჩიხრაძე - ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოების წინაშე გამოსვლას ვეღარ უნდა ბედავდეს და უპირობოდ მიდიოდეს თანამდებობიდან

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, შექმნილი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრი უპირობოდ უნდა ტოვებდეს თანამდებობას.

როგორც ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ დაინფიცირების შემთხვევების ზრდა ოპოზიციის აქციებს უკავშირდება, ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ვერ უნდა ბედავდეს ინფექციის გავრცელების სხვაზე გადაბრალებას.

„ბოლო პერიოდში ყველა მიმართულებით სახეზეა კრიზისი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და რაც მთავარია, კრიზისი ჯანდაცვის კუთხით. ამ დროს, გამოდიან პასუხისმგებელი პირები, ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერზე უშუალოდ აგებენ პასუხს, რადგან ისინი არიან ამ სფეროს ხელმძღვანელები და უბრუნდებათ ენა და ლაპარაკობენ, რომ კრიზისი არ არის მათი ბრალი და არის სხვისი ბრალი, ამ შემთხვევაში ოპოზიციის ბრალი - ადამიანები, რომლებმაც ვერც ერთი მიმართულებით ვერ მართეს ვერც ერთი კრიტიკული სიტუაცია. ასეთი განცხადებები ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს გაცნობიერებული სად არის, რა ქვეყანაშია და რა პერიოდში უწევს მას ამ სფეროს ხელმძღვანელობა, გამოდის და იმის მაგივრად, რომ ლაპარაკობდნენ შეცდომებზე, რომლებიც დაუშვეს ამ პერიოდის განმავლობაში, აკეთებს ასეთ განცხადებებს. ზაფხულის პერიოდში, როდესაც შედარებით ნაკლები სტრესი იყო სისტემისთვის და ჩვენი ყოველდღიურობისათვის, მაშინ ჯანდაცვის სფერო და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მიეცნენ ტკბობას და ამიტომ გაეპარათ ყველაფერი თუ საერთოდ ვერ გააცნობიერეს ის, რომ მეორე ეტაპი აუცილებლად დადგებოდა, არ ვიცი. მეორე ეტაპისთვის აღოჩნდნენ ისინი მოუმზადებლები“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ საერთაშორისო დახმარებები მხოლოდ სოციალურ მიმართულებებზე დახარჯა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ ის თანხები, რომლებიც საერთაშორისო დახმარების სახით მივიღეთ, მხოლოდ სოციალური მიმართულებით გაუშვა, რადგან არჩევნები იყო წინ და ამ არჩევნებში ხმების ყიდვა უნდოდათ. ეს არის უპასუხისმგებლო ხელისუფლება. ჯანდაცვის მინისტრი ვეღარ უნდა ბედავდეს საზოგადოების წინაშე გამოსვლას და უპირობოდ უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან. მთელი ჩვენი უბედურება რაშია იცით? ტიკარაძე რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმი, ის ვერ აღმოჩნდებოდა ამ თანამდებობაზე. მთელი უბედურებების სათავე ამ ქვეყანაში არის ის, რომ ამ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომლის ოჯახური დამოკიდებულებებით იმართება ყველა სფერო. არ შეიძლება ჯანდაცვას მართავდეს ადამიანი, რომელიც მხოლოდ პირადი ურთიერთობებითაა ამ ადგილას დანიშნული. არ შეიძლება ეკონომიკას მართავდნენ ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ერთგულებით არიან ამ ადგილზე მოხვედრილები. არ შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოებას მართავდნენ ადამიანები, რომლებიც მისი დაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან. ჩვენ ერთპარტიულ პარლამენტს კი არ ვიღებთ ამ პარლამენტით, ჩვენ ვიღებთ ერთი კაცის სახელმწიფოს, რომელიც აბსოლუტურად არ არის აზრზე, როგორ მართოს ქვეყანა“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებთანაა დაკავშირებული. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აქციები ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი.

„აქციებთან მიმართებით, ვხედავთ ფაქტებს და ეს გვაძლევს მეც და მაია ცქიტიშვილსაც იმის მტკიცებულებით ფორმაში საუბრის უფლებას, რომ ეს ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი”, - განაცხადა ტიკარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო