პრემიერმა ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან მომავალი წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები და პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის გზები განიხილა

პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა საქართველოზე, მთავრობის ეკონომიკური გეგმა და ნაბიჯები, რომელთა გადადგმა ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით იგეგმება, - ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საშუალოვადიან ეკონომიკურ პარამეტრებს, ასევე, მთავრობის ეკონომიკურ გეგმას მომდევნო წლების განმავლობაში, მათ შორის მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს.

ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა ის ეკონომიკური გამოწვევები დაასახელეს, რომელთა ასახვა ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან გეგმაში მათი აზრით მნიშვნელოვანია.

აღინიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან, მაქსიმალურად შენარჩუნდეს და აღდგეს სამუშაო ადგილები და გაუმჯობესდეს მოსახლეობის შემოსავლების დონე.

საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით იგეგმება.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, კიდევ უფრო გაძლიერდეს კოორდინაცია და თანამშრომლობა საქართველოს მთავრობას, ბიზნესსა და ეროვნულ ბანკს შორის.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა პოსტპანდემიურ პერიოდში ფულად-საკრედიტო პოლიტიკასა და მონეტარულ პოლიტიკაზე, რასთან დაკავშირებითაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ისაუბრა.

შეხვედრაში მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან მონაწილეობდნენ - ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანი მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

დისკუსიას დისტანციურად შეუერთდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. ხოლო ბიზნესის მხრიდან შეხვედრას ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და „თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ესწრებოდნენ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!