სანქტ-პეტერბურგში მამაკაცი, რომელმაც ექვსი ბავშვი მძევლად აიყვანა და მოკვლით იმუქრებოდა, პოლიციას ჩაბარდა

ქალაქ სანქტ-პეტერბურგში 38 წლის მამაკაცმა ექვსი ბავშვი, რომელთა ასაკი 3-დან 15 წლამდეა, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მძევლად აიყვანა და მათი ცულით მოკვლით იმუქრებოდა. რუსული მედიის ინფორმაციით, დამნაშავეს მოთხოვნები არ წამოუყენებია. ის პოლიციას უკვე ჩაბარდა. ყველა ბავშვი ცოცხალია, ორი მათგანი ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტი კოლპინსკის რაიონში, პროლეტარების ქუჩაზე მოხდა.

მძევლების აყვანას მამაკაცის მეუღლესთან ჩხუბი უძღოდა, რომელიც მან სახლიდან გააგდო.

სავარაუდოდ, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო