კახა კალაძე ინფიცირების მაჩვენებელზე - უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები ადამიანებს მოუწოდებდნენ, რომ შეკრებებზე წესების დაცვის გარეშე მისულიყვნენ, ამ ყველაფერმა იქონია გავლენა

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე რა თქმა უნდა, ყველაფერმა იქონია გავლენა - ზაფხულის თვეებში ყველაფერი გახსნილი იყო, ზოგიერთი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ ადამიანებს, რომ მოსულიყვნენ შეკრებებზე ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ვითარებაში ხელისუფლებას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

"ინფიცირების ზრდა, რაც ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში ფიქსირდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ხედავთ, როგორ იმატებს ყოველდღიურად დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა. რა თქმა უნდა ყველაფერმა იქონია გავლენა - ის, რომ ზაფხულის თვეებში ყველაფერი გახსნილი იყო; ზოგიერთი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ ადამიანებს, რომ მოსულიყვნენ შეკრებებზე ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე, პირბადეების გარეშე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა იქონია გავლენა. ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში ვერ გაუძლებს ზეწოლას ამ მიმართულებით იმ თვალსაზრისით, რომ როცა ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ყველაფერი ქვეყანაში არის რაღაც ზღვარზე - იგივე საავადმყოფოების რაოდენობა, საწოლფონდი და ა.შ. შესაბამისად მოგვიწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ადამიანებს, მათ სიცოცხლეს და ჩვენზე, რიგით მოქალაქეებზე, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, პირბადის ტარება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ყველაზე მაგარი დამცავი საშუალება არის ინფიცირებისგან", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, როცა საუბრობს ზაფხულში შეზღუდვების მოხსნაზე, ხომ არ მიიჩნევს, რომ ეს იყო შეცდომა, კალაძე ამბობს, რომ ეს შეცდომა არ ყოფილა.

"დავუშვით იმიტომ, რომ პირველი ტალღა გადავლილი იყო, არ იყო, რა თქმა უნდა, შეცდომა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება ჰქონდა მსოფლიოს ყველა ქვეყანას და ქალაქს. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ მეორე ტალღის შემთხვევაში, ჩვენ უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს პირველი ტალღიდან გამომდინარე, ვიცით, როგორც გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს, როგორ ვუმკურნალოთ ადამიანებს, ამაზე ვსაუბრობდით", - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა