ხვალ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია - პერფორმანსი: „შეჩერდი მოძალადე“ გაიმართება

25 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ხაზების“ ინიციატივით საქართველოს ყველა ქალაქში იმართება ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საყოველთაო აქცია-პერფორმანსი: „შეჩერდი მოძალადე“!

საჭესთან მყოფი, ყველა მძღოლი ზუსტად 7:00 საათზე დაასიგნალებს, რითაც სოლიდარობასა და მხარდაჭერას გამოუცხადებს ძალადობის მსხვერპლ ქალებს.

“ამ აქციით საქართველო უერთდება გაეროს ნარინჯისფერ კამპანიას. ეს დღე არის გაეროს მიერ აღიარებული ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის დღედ, რომელიც იწყება 25 ნოემბერს და გრძელდება 16 დღე.

ამ ინფორმაციით მოვუწოდებთ მძღოლებს, რომ 25 ნოემბერს , საღამოს 7:00 საათზე ყველამ დაასიგნალოს!

ამავე კამპანიის ფარგლებში , „წითელმა ხაზებმა“ შექმნა სოლიდარობის ნარინჯისფერი სამაჯური, სპეციალური სიმბოლიკით, რომელიც შექმნა მხატვარმა ლანა თურმანიძემ და სლოგანით, რომელიც გაიყიდება სიმბოლურ ფასად 10 ლარი. მასზე გამოსახულია მოწოდებები: #მიყვარს, #ვაძლიერებ, #ვქმნი! შემოსული თანხით, პირველ ეტაპზე, შერჩეულ 3 ბენეფიციარს, დაუფინანსდება ის პროექტები, რომელიც მიმართულია მათ სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

„წითელმა ხაზებმა“ სპეციალურად სოციალურ ქსელ „ფეისბუკისთვის“ შექმნა „ფრეიმი“ (Frame), რომელიც ასევე გამოხატავს აქციის მიმართ მხარდაჭერას და სოლიდარობას, ფრემის გაზიარება შეუძლია ნებისმიერ ფეისბუქმომხმარებელს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ხაზები“ არის ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებული არიან, ძალადობის მსხვერპლი ქალები და მათი მთავარი მოწოდებაა - სოციალურად და ეკონომიკურად გააძლიერონ ერთმანეთი. ორგანიზაცია ერთი წელია რაც ფუნქციონირებს და ამ ხნის მანძილზე განახორციელა არა ერთი მასშტაბური პროექტი,“- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო