საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ ევროპის ახალგაზრდული ფორუმის ონლაინ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ ევროპის ახალგაზრდული ფორუმის ონლაინ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოდან აცნობეს, გენერალური ასამბლეა 20, 21 და 22 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში შეირჩნენ ევროპის ახალგაზრდული ფორუმის ახალი გამგეობის წევრები.

როგორც ისინი აღნიშნავენ, საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო ევროპის ახალგაზრდული ფორუმის სრულუფლებიანი წევრია 2000 წლიდან.

„ჩვენთვის ძალინ მნიშვნელოვანია ვიყოთ ევროპის ახალგაზრდული ფორუმის სრულუფლებიანი წევრი, რადგან საქართველოს ახალგაზრდული საბჭო დემოკრატიული, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ახალგაზრდული ორგანიზაციების პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საქართველოში, წარმოადგენს მათ ინტერესებს და ადვოკატირებას უწევს მათ ინიციატივებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ევროპის ახალგაზრდულ ფორუმზე, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი სტრუქტურაა. ევროპის ახალგაზრდული ფორუმი დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ახალგაზრდობის მიერ მართული პლატფორმაა, რომელიც წარმოადგენს 99 ნაციონალურ ახალგაზრდულ საბჭოს და ახალგაზრდულ საერთაშორისო ორგანიზაციებს მთელი ევროპიდან. ევროპის ახალგაზრდული ფორუმი აერთიანებს ათობით მილიონ ახალგაზრდას მთელი ევროპის მასშტაბით, მათი საერთო ინტერესების წარმოსაჩენად. ის ისწრაფვის ახალგაზრდობის უფლებებისკენ საერთაშორისო ინსტიტუტებში, როგორიცაა ევროპის კავშირი, ევროპის საბჭო და გაერო”,- განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო წულაიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო