პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გოჭი მიიყვანეს

პარლამენტთან „ევროპული საქართველოსა” და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქცია - პერფორმანსს მართავენ.

მათ ადგილზე გოჭი მიიყვანეს და ჯორჯ ორუელის ნაწარმოების - „ცხოველების ფერმასთან“ გაავლეს პარალელი. როგორც აქციის წევრები აცხადებენ, პარლამენტი სამწუხაროდ, გადაიქცა ცხოველების ფერმად და აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

„დღევანდელი ჩვენი მიზანია თითოეულ ადამიანს დავანახოთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს რეჟიმი, რომელიც იქნება საბჭოთა. ის პირდაპირ ცდილობს საბჭოთა კავშირის აღდგენას და გაცოცხლებას ამ ქვეყანაში, რაც უბრალოდ არ გამოუვა. მოტანილი გვაქვს ცნობილი წიგნი, „ცხოველების ფერმა“ და სწორედ ამის ანალოგიას ცდილობენ, ეს პარლამენტი სამწუხაროდ გადაიქცა ცხოველების ფერმად და აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. როგორც არის ამ წიგნში, ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, იმ ზოგიერთ ცხოველს არ გაუვა, რომ იყოს უფრო მეტად თანასწორი ამ ქვეყანაში.

ადგილზე მოვიყვანეთ გოჭი, ეს ძალიან სიმბოლურია. თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში შესვლა, ეკუთვნის გოჭს, იმიტომ, რომ ცხოველების ფერმაა რეალურად“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კუპატაძემ.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გოჭი მიიყვანეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა