ნათია თურნავა - მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს.

თურნავას თქმით, მთავრობის სურვილია, ეპიდემიოლოგოური ვითარების გართულებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები დაბალანესებული იყოს.

“ამავდროიულად გვინდა ერთობლივად გადავტეხოთ ის ნეგატიური ტენდენცია, რაც ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით გვაქვს. პარალელურად ვეძებთ გზებს, ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და მათი გაჯანსაღების ტენდენცია შევინარჩუნოთ. პარალელურ რეჟიმში, ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც ერთი მხრივ, მოქალაქეებისკენ იქნება მიმართული და მეორეს მხრივ, იმ დარგებისკენ, რომელთა პრობლემებსაც ვხედავთ, ვხვდებით მათ ყოველდღიურად და წერტილოვანი შეზღუდვა მოგვიწევს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა