ნოდარ ხარშილაძე - ნატო-სთან ასოცირებული წევრის სტატუსი საინტერესოდ ჟღერს, თუმცა მნიშვნელოვანია მას თან ერთვოდეს კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმი

ექსპერტ ნოდარ ხარშილაძის განმარტებით, ნატო-სთან ასოცირებული წევრის სტატუსი საინტერესოდ ჟღერს, თუმცა საქართველოსა და უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას თან ერთვოდეს კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმი, რაც ქვეყნებს რუსეთის მომავალი აგრესიისგან დაიცავს.

ასე შეაფასა ხარშილაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის, ალექსანდერ ვერშბოუს განცხადება, რომლის თქმითაც, უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, შესაძლოა, ახალი სტატუსის შექმნა კარგი იყოს, მაგალითად, ასოცირებული წევრის სტატუსის. ამასთანავე ვერშბოუმ განმარტა, რომ საქართველოსა და უკრაინის მიმართ არის მიცემული პირობა, რომ ისინი ნატო-ს წევრები გახდებიან, თუმცა იმის გათვლა ვერ მოხდა, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა.

„ძალიან რთულია იმაზე ისაუბრო, რა იგულისხმა ვერშბოუმ და რატომ არ ჰქონდათ გათვლილი. აშკარაა ის, რომ ვერ მოახერხეს საქართველოსა და უკრაინისთვის პოლიტიკური პროგრესის შეთავაზება იგივე „მაპისა“ და და შემდეგ, წევრობის გეგმის. რაც შეეხება ასოცირებულ წევრობას, საინტერესოდ ჟღერს, თუმცა ასოცირებული წევრობა რა არის, არ აკონკრეტებს ვერშბოუ, სამწუხაროდ. ორივე ქვეყნისთვის პრინციპულია, რომ ნებისმიერი სახის წევრობას მოჰყვებოდეს მეხუთე მუხლი იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ეს, რაც დაგვიცავდა მომავალში რუსეთის აგრესიისგან, სხვა შემთხვევაში, საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ განცხადება იმაზე, რომ ნატო-ს წევრი გავხდებით, ჩვენ ისედაც გვაქვს და ჩვენთვის მნიშვნელოვანი სწორედ ის კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმია, რომელსაც ნატო სთავაზობს და რომელშიც საქართველო შეძლებს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფას.

განსხვავებით ევროპის სხვა ქვეყნებისგან, რომლებსაც თეორიული საფრთხეები აქვს, რომელსაც არ ემუქრება აშკარა სააფრთხეები, ასეთივე სიტუაცია არ არის ჩვენთან და უკრაინაში და მეხუთე მუხლი ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განმარტა ხარშილაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა