აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრას ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელიც ესწრება.

როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ისინი ბიძინა ივანიშვილისგან არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას ელოდებიან.

„ოპოზიციურ პარტიებს ხელი გვაქვს დეკლარაციაზე მოწერილი, რომლის თანახმადაც, არავინ ვაპირებთ ამ გზით შეთითხნილ პარლამენტში შესვლას და ხელახალ არჩევნებს ვითხოვთ. შესაბამისად, ველოდებით ივანიშვილისგან ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს კონსულტაციები.

შეთანხმების რესურსი რა თქმა უნდა, არის და ეს გახლავთ ივანიშვილის მილიარდები ჩვენგან მოპარული დაბანდებული ევროპა-ამერიკის ბანკებში, არ დაავიწყდეს, სად ინახება მისი სიმდიდრე.

მესამე რაუნდამდეც, მეორე და პირველ რაუნდამდეც იყო ერთი-ერთზე კონსულტაციები იმ ლიდერებთან, ვისთანაც ეს საჭიროდ ჩაითვალა. შესაბამისად, ამის რეგალამენტაცია შეუძლებელი გახლავთ, ვინაიდან ფასილიტატორი ელჩები თავისი პრობლემების წინაშე დგანან, მათი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე გამოვიდეთ შექმნილი ჩიხური ვითარებიდან, დღეს ასე ჩათვალეს საჭიროდ. არ ვიცი ამას, მესამე რაუნდი დაერქმევა, თუ მეხუთე, მაგრამ ველოდებით ივანიშვილის წარომადგენლებს უკვე წინადადებით, რომ ამა და ამ დროს ინიშნება არჩვენები და არსებული საარჩევნო კომისიების ბუნდღა არ იქნება ქართულ რეალობაში.

ინდივიდუალური შეხვედრების შემცვლელი ფორმატი საკაცობრიო დიპლომატიამ ვერ გამონახა. სად ერთი-ერთზე კონტაქტი, სადაც ბევრად იოლადაა შესაძლებელი მეტი არგუმენტები გადმოალაგო შენი არგუმენტების დასაცავად და სად, მრავალფორმატიანი კონსულტაცია, სადაც რეგლამენტიც და დროც შეზღუდულია. ისევ ჩვენ გვიფრთხილდებიან ელჩები, როცა გვაძლევენ საშუალებას, უფრო ფართო და მეტი არგუმენტებით დავუსაბუთოთ ჩვენი პოზიციები“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზციურ პარტიების წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა