ილჰამ ალიევი - ქელბაჯარში მდებარე ეკლესიები „კავკასიის ალბანეთის“ უძველეს სახელმწიფოს ეკუთვნის, სომეხმა ისტორიკოსებმა კი ისინი სომხურად გადააკეთეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში, ქელბაჯარის რეგიონში მდებარე ეკლესიები „კავკასიის ალბანეთის“ უძველეს სახელმწიფოს ეკუთვნის, სომეხმა ისტორიკოსებმა და ფალსიფიკატორებმა კი ისინი მიითვისეს და სომხურად გადააკეთეს. აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა.

ქელბაჯარი უძველესი აზერბაიჯანული მიწაა, სადაც ჩვენი უდიდესი ისტორიული მემკვიდრეობა ინახება. აქ მდებარე მეჩეთებიც და ეკლესიებიც ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა. აზერბაიჯანელმა ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის და მსოფლიომაც უნდა იცოდეს, რომ ქელბაჯარში მდებარე ეკლესიები „კავკასიის ალბანეთის“ უძველეს სახელმწიფოს ეკუთვნის, რასაც უამრავი ისტორიული დოკუმენტი ადასტურებს. სომეხმა ისტორიკოსებმა და ფალსიფიკატორებმა ისინი სომხურად გადააკეთეს და მიითვისეს. მათი მიზანი კვალის წაშლა იყო, მაგრამ ჩვენ მათ ამის ნებას არ მივეცით“, - განაცხადა ალიევმა.

ქელბაჯარის რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ქვედანაყოფებმა გუშინ დატოვეს. აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, რაიონი დღეიდან აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადავიდა.

აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარში 15 ნოემბერს უნდა შესულიყო, მაგრამ სომხეთის თხოვნით ვადამ 10 დღით გადაიწია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა