„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" 500 ლარამდე ზარალს პატრულის ოქმის გარეშე აანაზღაურებს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი", დაზღვეულის ბრალეულობის შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ 500 ლარამდე ზარალს პატრულის ოქმის გარეშე აანაზღაურებს, თუ საგზაო შემთხვევაში მესამე პირი არ არის ჩართული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით მომხმარებელს ბაზარზე არსებულ მინიმალურ ტარიფს სთავაზობს.

„მხოლოდ 2019 წელს კომპანიამ ავტოდაზღვევის კუთხით მომხმარებლებს 2 მლნ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა, ხოლო 2020 წელს უკვე ანაზღაურებულია 1 მლნ ლარამდე ზარალი. ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე, მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor-ის (www.scor.com) გადაზღვევით სარგებლობს. რეიტინგულ გადამზღვეველ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტები უზრუნველყოფენ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას. ამასთანავე საშუალებას აძლევს კომპანიის კლიენტებს ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით. წინასწარი განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement განაცხადის შევსების შემდეგ მომხმარებელს მენეჯერი ადგილზე მიაკითხავს",-აღნიშნულია "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა