აშშ-ის კომპაქტი განაგრძობს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერებას

24 ნოემბერს, საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს პროექტი „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო“ მდგრადობის საკითხები და პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამების მზადება საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებისათვის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

„შეხვედრაზე პარტნიორ ორგანიზაციებს გავაცანით კომპაქტის შემდგომ მიღებული შედეგები. ამ პერიოდის განმავლობაში პარტნიორი უნივერსიტეტები აქტიურად მუშაობდნენ ადგილობრივი პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად. თსუ-ს ორმა პროგრამამ (კომპიუტერული მეცნიერება და ელექტრონული ინჟინერია) მოიპოვა ამერიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭოს (ABET) აკრედიტაცია. მომავალ წლებში ველოდებით პარტნიორი უნივერსიტეტების რიგი პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებას. ასევე, წარმატებით დაინერგა საქართველოში გრძელვადიანი სტუდენტური სესხის პროგრამა საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სპეციალობების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე, აშშ საელჩოს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ, ილიაუნი, სტუ) რექტორები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები. სხდომას ასევე ესწრებოდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს კერძო საჯარო პარტნიორობის ფონდში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლები.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. სულ ახლახან ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტმა კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა. ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ხელშეკრულება და SDSU-საქართველოს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამები.

საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის თანამშრომლობის შედეგად წელს, რეგიონში პირველად, თსუ-ს ორმა საბაკალავრო პროგრამამ მიიღო ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია, რაც ძალიან დიდი მიღწევაა საქართველოს აკადემიური სივრცისთვის. ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებენ ABET-ის აკრედიტაციის სტანდარტების მიხედვით შემუშავებული სტრატეგიის განხორციელებას და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ისინიც შეძლებენ სტუდენტების მიღებას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებზე", - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

„მოხარულები ვართ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში დაწყებული ეს მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით გრძელდება და განხორციელებული ინვესტიციის შედეგებს ყოველდღიურად ვხედავთ. ვიმედოვნებთ, რომ მალე თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას შევძლებთ. აქტიურად ვიხილავთ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორ უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამებზე ორი დიპლომის მოდელის დანერგვას“, - განაცხადა სან დიეგის სახლემწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ადელა დე ლა ტორემ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით 2014 წლიდან ფუნქციონირებს და სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს აშშ-ში აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა