დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალი გაერთიანების თავმჯდომარე - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტროს 20-მდე მემანქანეა დაინფიცირებული, რაც არასწორია, 35-მდე მემანქანე ებრძვის კორონას

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების თავმჯდომარის, ზაზა ბარბაქაძის ინფორმაციით, თბილისის მეტროს 35-მდე მემანქანე კორონავირუსს ებრძვის.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტნიუსი" აღნიშნა, მემანქანეებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ, თუმცა, დადასტურების შემთხვევაში, ერთ მემანქანეს მეორე ისე ცვლის, რომ არც დეზინფექცია ტარდება და არც მათი კონტაქტების მოძიება ხდება. ის მიიჩნევს, რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელების ფონზე, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა უნდა შეაჩეროს.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ 20-მდე მემანქანეა დაინფიცირებული, რაც არასწორია, რადგან ამ წუთში დაახლოებით 30-35 მემანქანე კორონას ებრძვის. ყოველდღე მათი ახალ-ახალი კონტაქტები ვლინდება. ჩვენი ორგანიზაციის დაჟინებული მოთხოვნით, ეს დღეები ლუგარის ლაბორატორიაში ტესტები ტარდება. მემანქანეს ლუგარიდან ტელეფონით სმს-ი მოსდის, რომ კორონა აქვს დადასტურებული, ამ დროს მას მატარებლიდან გადმოსვავენ, მის კაბინაში კი, სხვა მემანქანე შედის, სადაც დეზინფექცია არ ტარდება. ერთ მატარებელში დღეში რამდენიმე მემანქანეს უწევს მუშაობა. შესაბამისად, გავრცელებაც უკონტროლოა. საერთოდ არ არის კონტაქტები მოძიებული.

საკორდინაციო საბჭოს დავალება იყო დამსაქმებლისთვის, რომ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი უნდა მოეძია და თვითიზოლაციაში უნდა გადაეყვანა. ჩვენი მოთხოვნით რამდენიმე კვირის წინ ანტისხეულების ტესტები მოიტანეს, რომლის რეალური პასუხი 5-7 დღის შემდეგ არის. ეს ტესტი პირადადაც ჩავიტარე სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღესვე, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო. ამ ტესტს არ დავუჯერე, წავედი და ჩემი სახსრებით გავიკეთე PCR ტესტი, რომელიც დადასტურდა და თვითიზოლაციაში გადავედი. თუმცა, რამდენიმე თანამშრომელი უარყოფითი პასუხის შემდეგ სამსახურში დაბრუნდა, რომლებსაც 4-5 დღის შემდეგ, თავისივე სახსრებით გაკეთებული PCR ტესტით კოვიდი დაუდასტურდათ. რეალურად, ისინი იყვნენ გამავრცელებლები“,-განაცხადა ზაზა ბარბაქაძემ.

მისი თქმით, თუ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცა არ შეიცვალა, მეტროპოლიტენს აუცილებლად მოუწევს გაჩერება, რადგან რეალურად, რესურსი აღარ იქნება.

„სულ არის 140 მემანქანე, აქედან დაახლოებით 30% არის ინფიცირებული. დღესაც იყვნენ ლუგარის ლაბორატორაიში ჩემი კოლეგები და რა პასუხი მოუვათ არ იციან, თუმცა, ხვალ ეს ადამიანები მატარებლების მართვას დაიწყებენ, სანამ პასუხი მოუვათ. ყველაზე დიდი სირთულე ეს არის. ანუ, იქედან ყველა ერთმანეთის კონტაქტია. თუ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას დავემორჩილებით, დღეს კომპანიამ მუშაობა უნდა შეწყვიტოს იმიტომ, რომ იქ კონტაქტის მოძიება გამორიცხულია“,-განაცხადა ზაზა ბარბაქაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის განცხადებით, მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. „ერთობა 2013“ მკაცრი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით კი, თბილისის მეტროპოლიტენს 250 მემანქანე ჰყავს, რომელთაგან დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 20-მდეა ინფიცირებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ლელა სეთურიძემ განუცხადა, მათ ყველა საჭირო რესურსი გააჩნიათ იმისთვის, რომ თბილისის მეტრომ იმუშაოს სრული დატვირთვით და მგზავრებს გადაადგილებისას დისკომფორტი არ შეექმნათ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!