დავით ბაქრაძე - ჩვენი დამოკიდებულება მარტივია - მოვძებნოთ გამოსავალი, რომლითაც ქვეყანაში გვეყოლება ხალხის მანდატიანი და არა თამარ ჟვანიას მანდატიანი ხელისუფლება

ჩვენი დამოკიდებულება მარტივია - მოვძებნოთ გამოსავალი, რომლითაც ქვეყანაში გვეყოლება ხალხის მანდატიანი და არა თამარ ჟვანიას მანდატიანი ხელისუფლება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პარტიებთან მიმდინარე ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე შესვლისას განაცხდა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკების ამ რაუნდზე ახალ შეთავაზებებს მოისმენს.

ბაქრაძის თქმით, მაშინ როდესაც კრიზისიდან გამოსავალს ეძებს ოპოზიცია და საერთაშორისო მეგობრები, ერთადერთი ვინც ამისკენ არ ისწრაფვის მმართველი პარტიაა.

„მე იმედი მაქვს და ველოდები, რომ შეიძლება იყოს რაღაც სიახლე, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხრიდან, იმიტომ, რომ ჩვენი პოზიცია არის ცნობილი, ჩვენ ვეძებთ გამოსავალს ამ კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა გაყალბებულმა არჩევნებმა, ჩვენი უცხოელი პარტნიორები ეძებენ გამოსავალს, ერთადერთი, ვინც გამოსავალს არ ეძებს არის „ქართული ოცნება“. ჩვენი მხრიდან, არის მზადყოფნა გამოსავალის მოსაძებნად, რათა ქვეყანა კრიზისში არ შევიდეს და კრიზისიდან გამოვიდეთ, ოღონდ გამოსავალი ვერ იქნება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. გამოსავალი უნდა იყოს ამ ქვეყანაში ისეთი ხელისუფლების არჩევა, რომელსაც ექნება მოსახლეობის ნდობის მანდატი და რომელსაც შეეძლება გაუმკლავდეს უმძიმეს ეკონომიკურ და ჯანდაცვის საფრთხეებს ამ ქვეყანაში. მთავრობა რომლის ლეგიტიმურობისაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ სჯერა, ვერც ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას და ვერც კოვიდ პანდემიას მოუვლის. ამიტომ ქვეყანას სჭირდება ლეგიტიმური ხელისუფლება და საზოგადოების კონსოლიდაცია,“- განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა