რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ პუტინთან საუბრისას ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების ძალისხმევაში რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვის საკითხი განიხილა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების ძალისხმევის გაფართოების გზები, მათ შორის რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვის საკითხი განიხილა.

„ყარაბაღის თავზე აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს. გუშინ ეს საკითხი პუტინთან განვიხილე. ჩვენ - თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი რეგიონში სტაბილურობას უზრუნველვყოფთ. თუმცა, გვაქვს შანსი, რომ ეს პროცესი გავაუმჯობესოთ. პუტინმა და მე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების მცდელობის გაძლიერების საკითხი განვიხილეთ,“- განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თუკი თურქეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან, სიტუაციის შეცვლა ნამდვილად შესაძლებელი გახდება.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ გაიმართა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს