მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი "ინტერპრესნიუსს" წერილს უგზავნის - ვთხოვ პატრიარქს, შემხვდეს და საშუალება მომცეს გავესაუბრო

ლევან ზურაბაშვილი, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს, „ინტერპრესნიუსს“ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს უგზავნის.

ზურაბაშვილი სააგენტოსთვის მიწერილ წერილში პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.

„საზოგადოებას ვთხოვ და მოვუწოდებ, უსამართლობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ციხიდან გამომიყვანონ, რათა ერთად მივაღწიოთ მიზანს.

დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვთხოვ პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარესს, ილია მეორეს შემხვდეს და საშუალება მომცეს გავესაუბრო", - წერს "ინტერპრესნიუსისთვის" მიწერილ წერილში ზურაბაშვილი.

ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ჭოჭუას განცხადებით, ზურაბაშვილი საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. ადვოკატის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თვლის, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ფიქრობს, რომ სიმართლისთვის ბრძოლა ღირს.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინწინ შეეფარდა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: ვთხოვ პატრიარქს, შემხვდეს და საშუალება მომცეს გავესაუბრო - მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა