მამუკა ტუსკაძე - კალაძის დღევანდელი განცხადება ქვეყნის კონსტიტუციისა და სხვა კანონმდებლობის უხეში დარღვევაა

კახა კალაძის დღევანდელი განცხადება ქვეყნის კონსტიტუციისა და სხვა კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, - აღნიშნულის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ განაცხადა.

„დღევანდელი ზეპირი განკარგულებით კახა კალაძემ ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლება, იქონიოს საკუთება“ - აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერი, მამუკა ტუსკაძე 16:00 საათზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს. მისი თქმით, ქალაქის მერმა უხეშად დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია და ზეპირი განკარგულება ყოველგვარი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე გამოსცა.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას, თბილისში მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების თვითნებურად მიტაცების საკითხის მოწესრიგება და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ამ მიწებზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაავალა“, - ნათქვამია პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა