პრემიერ-მინისტრი ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება.

აღნიშნულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილება პანდემიის გამო რა ტიპის შეზღუდვების ფონზე მოუწევს ბიზნეს სექტორს მუშაობა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია, ამიტომ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.

„ზოგადად, დილემის წინაშე ვდგავართ. ყველას კარგად გვესმის, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ბიზნესი და ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს მას. ამავდროულად, ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის ყველაზე ძვირი ღირდა და მომავალშიც ასე იქნება. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. ბიზნესს ფუფუნება არ აქვს, მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო