ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ ყველაფერზე უარი თქვა, რაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას უკავშირდებოდა

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ ხელისუფლების ყველა იმ შეთავაზებაზე თქვა უარი, რაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას ეხებოდა.

როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა, მიუხედავად საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებისა, რომ საქართველოში არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, ხელისუფლებამ ოპოზიციას დეტალების დაზუსტება მაინც შესთავაზა.

„დისკუსიის ამოსავალი წერტილი არის, თუ როგორია რეალურად არჩევნების შინაარსი. თუ, პირობითად არჩევნები გაყალბდა, ბუნებრივია, ერთი მიმართულებით უნდა წავიდეთ, მაგრამ თუ არ გაყალბდა, უნდა წავიდეთ მეორე მიმართულებით. მოცემულობა არის ის, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები, რა თქმა უნდა, ხარვეზებზეც საუბრობენ, ხარვეზები ფიქსირდება ყველა არჩევნებზე, თუმცა ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის პოზიცია არის, რომ საქართველოში არჩევნები შედგა, ეს არჩევნები იყო კონკურენტული და თავისუფალი. ეს წერია მათ შორის მთავარი სადამკვირვებლო მისიის, ეუთო/ოდირის ანგარიშშიც, რომელიც ყოველთვის არის მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ჩვენ გვაქვს ნათელი შეფასება საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან. ამის მიუხედავად ჩვენ პარტიებს მაინც შევთავაზეთ დეტალების დაზუსტება, რისთვისაც შევთავაზეთ მათ 1500-მდე უბნის გადათვლა, რაზეც მივიღეთ უარი და იყო სპეკულაციები, თითქოს მეორე რაუნდისთვის ამის შესაძლებლობა დახურული იყო. მართალია 13-ში შეჯამდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგები, მაგრამ მიდიოდა სასამართლოში და სასამართლოს ჰქონდა, მათ შორის ცესკოს პოზიტიური წინადადების საფუძველზე, უკან შემობრუნების საშუალება. მეორე რაუნდის შემდეგაც იყო 5- დღიანი სივრცე იმისთვის, რომ უბნები გადათვლილიყო. ასევე სპეკულაციები გვესმოდა „კარუსელთან“ დაკავშირებით. „კარუსელი“ რომ არ მომხდარა, ამის დასტური იყო 20-საათიანი უწყვეტი ვიდეოჩანაწერი 3700 უბანზე, რასაც ვაჩვენებდით, თუმცა ამაზეც მივიღეთ მტკიცე უარი. მესამე იყო დებატები, არჩევნების ყველა დეტალთან დაკავშირებით, ამაზეც მივიღეთ უარი. მათ ყველაფერზე თქვეს უარი, რაც უკავშირდებოდა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას”, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა