დავით ბაქრაძე - შესვლას არ ვაპირებთ, მაგრამ მზად ვართ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე ახალი არჩევნები დაინიშნოს

მზად ვართ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი არჩევნები , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, თუმცა მზად არიან პარლამენტში შესვლის გარეშე, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ გაზაფხულზე ახალი არჩევნების დანიშვნის თაობასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე.

„ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ, მაგრამ მზად ვართ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი კომპრომისული ნაბიჯი, რომ ჩვენ მზად ვართ არშესვლის გზით, მაგრამ გარედან, სამუშაო ჯგუფის გზით ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს და გაზაფხულზე დაინიშნოს არჩევნები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო