ირაკლი კობახიძე - სპეკულაციაა, წყლის ჭავლით კოვიდი არ ვრცელდება!

სპეკულაციაა, წყლის ჭავლით კოვიდი არ ვრცელდება! მთავარია, რომ ხელი არ უნდა შევუწყოთ შეკრებებით კოვიდის ხელოვნურად გავრცელებას და ეს ოპოზიციური პარტიების მხრიდან მოხდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, რითაც მთავრობისადმი ოპონენტების საპასუხო კრიტიკას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ცესკოსთან აქციის წყლის ჭავლით დაშლით თავად ხელისუფლებამ შეუწყო ხელი კორონავირუსის გავრცელებას.

მისივე თქმით, ოპოზიცია დღევანდელ პირობებში აქციების გამართვით, მინიმუმ უპასუხისმგებლოდ მოიქცა.

„ჩვენ აქციების გამართვამდე გვქონდა ამაზე საუბარი, როდესაც პიკის დროს ბათუმში აქციას მართავ, აქტივისტები ჩაგყავს, მერე იმავეს თბილისში აკეთებ, მაშინ როცა უნდა შეიზღუდოს კომუნიკაცია ადამიანებს შორის - მინიმუმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. ამ რისკებზე ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, სანამ ეს აქციები გაიმართებოდა და შედეგიც ვიხილეთ.

წყლის ჭავლით კოვიდი არ ვრცელდება, ეს მარტივი სპეკულაციაა. ამას რა პასუხი უნდა გავცე?! მთავარია, რომ ხელი არ უნდა შევუწყო შეკრებებით კოვიდის ხელოვნურად გავრცელებას და ეს ოპოზიციური პარტიების მხრიდან მოხდა“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის