დავით ბაქრაძე - კრიზისის განმუხტვას ახალი, ნორმალური არჩევნების ჩატარებაში ვხედავთ

კრიზისის განმუხტვას ახალი, ნორმალური არჩევნების ჩატარებაში ვხედავთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიცია კრიზისის განმუხტვისთვის არჩევნების გაყალბებაზე თვალის დახუჭვის გზას არ აირჩევს.

„ჩვენი საერთაშორისო მეგობრები ცდილობენ და გვთავაზობენ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა. მათი მხრიდან ეს არის დასაფასებელი.

ჩვენ ბოლომდე ვსინჯეთ ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, საჩივრები ყველა დონის კომისიაში, მათ შორის, სასამართლოში, ყველგან მივიღეთ უარი, ეს კარი „ქართულმა ოცნებამ“ გამოაჯახუნა, არანაირი სამართლებრივი გზა არ დატოვა.

ჩვენი უცხოელი მეგობრების ბუნებრივი პოზიციაა, რომ ყველა გზა გვირჩიონ თუ როგორ მოგვარდეს კრიზისი, ჩვენი გადასაწყვეტია და საზოგადოების თუ რომელ გზას ვხედავთ კრიზისის განსამუხტად, კრიზისის განმუხტვას ვერ ვხედავთ გაყალბებაზე თვალის დახუჭვად, ჩვენ კრიზისის განმუხტვას ვხედავთ ახალი ნორმალური არჩევნების ჩატარებაში“,- განაცხადა ბაქრაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს