ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი "აუცილებლად იმსჯელებს"

როდესაც დეპუტატის მანდატით არ სარგებლობ და ამომრჩეველს პარლამენტში შესვლაზე უარს ეუბნები, სამართლებრივად ლოგიკურია, რომ ასეთმა პარტიამ არც სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში, შეუწყდება თუ არა პარტიებს დაფინანსება პარლამენტის გადასაწყვეტია, თუმცა საკითხზე მსჯელობა აუცილებლად იქნება.

“პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება გარკვეული საქმიანობისთვის არის განკუთვნილი. დაფინანსების მიღება იმიტომ არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან და არჩევნების შედეგებთან, რომ პარტიებმა პირველ რიგში, საპარლამენტო და პოლიტიკური საქმიანობა ამ რესურსების გამოყენებით წარმართონ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა