გრიგოლ ვაშაძე - ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე მეტად ანერვიულებთ 2021 წელი, რომელიც ყველა თვალსაზრისით უკიდურესად სახიფათო იქნება საქართველოსთვის, ამიტომ აინტერესებთ არის თუ არა სივრცე, კომპრომისი გამოინახოს

უაზრობაა, როდესაც ყოველი არჩევნების მერე მივრბივართ ჩვენს მოკავშირეებთან, ვეხვეწებით არბიტრაჟს და შემდეგ ვიმეორებთ ერთიდაიგივეს მაგიდასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, ფასილიტატორებს აინტერესებთ, არის თუ არა სივრცე შეთანხმებისთვის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

„ეს არ არის მოლაპარაკებები, კონსულტაციებია. ჩვენ ფასილიტატორებს აინტერესებთ დარჩა თუ არა რაიმე სივრცე რომ შეთანხმება იყოს მიღწეული. ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე მეტად ანერვიულებთ 2021 წელი, რომელიც ყველა თვალსაზრისით - ეკონომიკური, პოლიტიკური, საგარეო პოლიტიკური, კარზე მომდგარი რუსეთით და ეპიდემიით, უკიდურესად სახიფათო იქნება საქართველოსთვის. ამიტომ აინტერესებთ არის თუ არა სივრცე შევთანხმდეთ, მოვილაპარაკოთ და რაღაც კომპრომისი გამოინახოს. ჯერ ვართ იქ, სადაც ვიყავით. ოპოზიციის ყველა მოთხოვნა ძალაშია. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება, რომელსაც აკისრია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, გაიგებს, რამდენად დიდია სახელმწიფოსთვის ფუნქციონირებადი პარლამენტი. როდესაც საზოგადოების 2/3 არ ცნობს პრეზიდენტს და როდესაც ამდენი გამოწვევა და კრიზისია კარზე მომდგარი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენმა ფასილიტატორებმა ამ მოლაპარაკებების ჩატარება, რომ მესამე რაუნდი არ იყოს რაუნდისთვის. უაზრობაა, როდესაც ყოველი არჩევნების მერე მივრბივართ ჩვენს მოკავშირეებთან, ვეხვეწებით არბიტრაჟს და შემდეგ ვიმეორებთ ერთიდაიგივეს მაგიდასთან“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა