„ბიბლუსის" გენერალური დირექტორი - ველოდებით, რომ მოხდება იმ თემების გათვალისწინება, რაც გვაწუხებს - რაც უფრო აქტიური იქნება ერთობლივი მუშაობა, მეტი შედეგი იქნება როგორც ეკონომიკის, ისე ეპიდ-ვითარებისთვის

მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, რადგან პირველ რიგში, ვიღებთ ინფორმაციას და მეორე რიგში, ვუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს ერთმანეთს, შესაბამისად, რეალურად არის რეაგირება, - ამის შესახებ „ბიბლუსის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი გაგნიძის თქმით, ერთობლივ მუშაობას უფრო მეტი შედეგი ექნება როგორც ეკონომიკისთვის, ისე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისთვის.

„ამ ეტაპზეც გავაჟღერეთ რამდენიმე ინიციატივა, რაზეც იყო რეაგირება, ველოდებით, რომ მოხდება იმ თემების გათვალისწინება, რაც გვაწუხებს. საბოლოო ჯამში, რაც უფრო აქტიური იქნება ერთობლივი მუშაობა, უფრო მეტი შედეგი იქნება როგორც ეკონომიკისთვის, ისე ეპიდ-ვითარებისთვის და შესაბამისად, უფრო კარგად განვითარდება მოვლენები", - განაცხადა „ბიბლუსის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა