ბიძინა კულუმბეგოვი - მაქსიმალურად გავიაზროთ, რომ ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა

გვესმის, რომ ძალიან რთული სიტუაციაა. ეპიდემიის ტრაექტორია დრამატულად აღმავალია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამაზე ზემოქმედება მოვახდინოთ, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შესაძლო შეზღუდვებს ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა ყოველდღიურ ეკონომიკურ აქტივობაზე.

„ახლა საზოგადოების ყველა ნაწილი კმაყოფილი ბუნებრივია ვერ იქნება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ ახლა ჩვენ ადამიანები, რომ მაქსიმალურად გავიაზროთ ის, რომ ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც მოვისმინეთ ბუნებრივია დღეს და მერე გაცხადდება ეს ოფიციალური უფლებამოსილი ორგანოების მიერ, რომ პრაქტიკულად მინიმალური იქნება ზეგავლენა ჩვენს ყოველდღიურ ეკონომიკურ აქტივობაზე და ეს იქნება ის აუცილებელი რამ, რაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის შესაძლებლობას მისცემს, დაავადებულ ექიმებს გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს. ეს არის იმდენად ეგზისტენციალური, სასიცოცხლო, უბრალოდ ამის იქეთ არაფერი არ არსებობს, ამიტომ ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს“,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის