ალეკო ელისაშვილი - მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" პოზიციები დაახლოვდეს, აშკარად პროგრესია

ინტენსიური მუშაობა მიდის, რომ ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" პოზიციები დაახლოვდეს - აშკარად პროგრესია, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე სამზადისია მესამე რაუნდისთვის, რომელიც ნაყოფიერად უნდა დასრულდეს.

"მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" პოზიციები დაახლოვდეს, აშკარად პროგრესია. ძალიან ნელა, წვალებით, რთულად, მაგრამ დღეს პოზიციები გაცილებით მეტადაა დაახლოებული, ვიდრე წინა დღეებში იყო. ხელისუფლება ოპოზიციისკენ აშკარად ნაბიჯებს დგამს. ტენდენცია პოზიტიურია, "ქართულმა ოცნებამ" გააცნობიერა კრიზისი, გააცნობიერა თუ როგორი ზამთარი გველის, გააცნობიერა პერსპექტივა იმის, რომ ერთპარტიული პარლამენტი როგორი სამარცხვინო შეიძლება იყოს. წითელი ხაზები ისევ არსებობს, მაგრამ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯებია. შესაბამისად, ოპტიმიზმი მომატებული მაქვს. ოპოზიციას ძალიან მცირე სივრცე აქვს კომპრომისისთვის, ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადმოდგას და როგორც ჩანს, ამის მზაობაა. ფაქტია, რომ დღევანდელი დღე სამზადისია მესამე რაუნდისთვის, რომელიც ნაყოფიერად უნდა დასრულდეს. დღეს რა აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო ძალიან მკაფიოა, რაც მისასალმებელია", - განაცხადა ელისაშვილმა.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა