ხატია დეკანოიძე - აბსურდულ განცხადებებს ვისმენთ კობახიძისგან, თურმე არ შეგვიწყვეტს უფლებამოსილებას - რა  წარმოუდგენიათ, ასე თუ იმოქმედებენ უფრო კეთილგანწყობას მოიპოვებენ?

არ წავალთ დათმობაზე, თუ არ იქნება შეთანხმება ახალი ან რიგგარეშე არჩევნები, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძე ამბობს, ოპოზიცია სავსებით ერთიანია და ამ საკითხში განსხვავებული პოზიცია არ აქვს.

„მაინც რა გამოდის, რომ ჩვენ საარჩევნო ადმინისტრაციის დახვეწაზე, ან რეფორმებზე უნდა ვიმსჯელოთ იმ პარლამენტში, რომელიც არჩევნების გაყალბებით დააკომპლექტა ბიძინა ივანიშვილმა?! ეს წარმოუდგენელია. მე ეს არ მესახება რეალისტურ გზად. ჩვენი მოთხოვნები არ შეცვლილა. ოპოზიცია სავსებით ერთიანია. არ მგონია, რომ რაიმე განსხვავებული პოზიცია იყოს ამასთან დაკავშირებით. დღეს ეს პოზიციები ნათლად დაფიქსირდა კიდევაც. ახალი ან რიგგარეშე არჩევნები, ამას მოჰყვება მთელი რეფორმა ადმინისტრაციის ყველა დონეზე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ყველა ეს მოთხოვნა უნდა ჩაებას ახალ ან რიგგარეშე არჩევნებს. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე პოზიცია დაახლოვდა. ჩვენი პოზიცია იგივეა, არ შეიცვალა. აბსურდულ განცხადებებს ვისმენთ კობახიძისგან, რომ თურმე ჩვენ არ შეგვიწყვეტს უფლებამოსილებას, რისი უფლებაც არ აქვს. როდესაც ოპოზიცია მიმართავს უფლებამოსილების შეწყვეტაზე, პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს უფლებამოსილების შეწყვეტას. სასწაულ აბსურდში ვართ. გასაგებია, რომ კონსტიტუცია და კანონი არ მოქმედებს ამ ადამიანებისთვის, მაგრამ ზოგადად რა წარმოუდგენიათ, ასე თუ იმოქმედებენ უფრო კეთილგანწყობას მოიპოვებენ, თუ უფრო ლეგიტიმაცია მიეცემა პარლამენტს? არ ვიცი, როგორც ჩანს მძიმე მდგომარეობა აქვთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ და დასძინა: „პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფასადად ამოვეფაროთ ბიძინა ივანიშვილის თამაშს დემოკრატიის იმიტაციის. ჩვენი არგუმენტი პარტნიორებთან ზუსტად ეს არის, რომ პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებით სამწუხაროდ, ვერ გადავარჩენთ საქართველოში დემოკრატიას, თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები“.

ამასთან, დეკანოიძემ პარტიების დაფინანსების შესაძლო გაუქმებაზე აღნიშნა, რომ „თუ ეს გადაწყვეტილი აქვს „ქართულ ოცნებას“, მოუნდებათ, რომ ახალი კანონი შექმნან და პოლიტიკური პარტიების გასანადგურებლად გამოიყენოს, ბიძინა ივანიშვილი ამის დიდოსტატია“.

„ჩამოყალიბდეს სამთავრობო პროპაგანდა, რა უნდათ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი ძალის მხრიდან ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი და ეს სცენარი შეიძლება გამოირიცხოს.

ამასთან, მისივე თქმით, „შეგვიძლია გამოვრიცხოთ ისეთი სცენარი, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ რჩება პარლამენტში და პირველად 1995 წლის შემდეგ გვექნება ისეთი პარლამენტი, სადაც მმართველ პარტიას არ ექნება ჭარბი უმრავლესობა და კიდევ 8 ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი“.

გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე დადგება, მაგრამ არ დაკმაყოფილდება, რაც სავსებით სწორი იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა