ლევან იოსელიანი - როცა ვართ ბოიკოტის რეჟიმში, არჩევნებს არ ვაღიარებთ, დაფინანსების მიღება, სწორი არ არის

როცა ვართ ბოიკოტის რეჟიმში, არჩევნებს არ ვაღიარებთ, დაფინანსების მიღება, სწორი არ არის, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ამით ლევან იოსელიანი გამოეხმაურა საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე პარტიების მიერ ცესკოსთვის მიმართვის საკითხს.

ლევან იოსელიანის თქმით, მაშინ, როცა თვლი, რომ არჩევნები უკანონოა და არალეგიტიმური ამ თანხის აღებით, ახდენ მის ლეგიტიმაციას.

„კანონი ითვალისწინებს, რომ შეგიძლია მიმართო, მაგრამ კანონი არ გავალდებულებს. შეგიძლია მიმართო და დაფინანსება მოითხოვო და შეგიძლია არ მიმართო და დაფინანსებაზე უარი თქვა. ჩვენ ვთვლით, რომ როცა ვართ ბოიკოტის რეჟიმში, როდესაც არჩევნებს არ ვაღიარებთ, დაფინანსება, რომელიც პარტიისთვის არის გამოყოფილი, ხმების სანაცვლოდ, რაც მოვიპოვეთ, ამის მიღება სწორი არ არის.

არგუმენტებია, რომ საპარლამენტო საქმიანობის თანხა არ არის და პარტიისთვის არის. თუ ამბობ, რომ არჩევნები უკანონოა, არალეგიტიმური, მაშინ ამ თანხის აღებით ახდენ ლეგიტიმაციას“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის,არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა, რომელთაგან საბიუჯეტო თანხების მისაღებად ცესკოს ჯერ მხოლოდ ცხრამ მიმართა.

ინფორმაციისთვის, ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკოში განაცხადი არ შეუტანია.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა - 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, აღნიშნულ პარტიებს 25 ნოემბრამდე ჰქონდათ დრო, რათა დაფინანსების მისაღებად ცესკოსთვის წერილობითი თანხმობა წარედგინათ.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას წერილობით 14-დან ცხრა პარტიამ მიმართა. ეს პარტიები არიან: “ქართული ოცნება“, “ევროპული საქართველო“, “ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და “კანონი და სამართალი“.

შესაბამისად, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა