დონალდ ტრამპი - დიდი პატივია განვაცხადო, რომ გენერალი მაიკლ ფლინი შეწყალებულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩეველი, მაიკლ ფლინი შეიწყალა.

„ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ გენერალ მაიკლ ფლინს სრული შეწყალება მიენიჭა. ვულოცავ მას და მის შესანიშნავ ოჯახს. ვიცი, ახლა ნამდვილად ფანტასტიკური მადლიერების დღესასწაული გექნებათ“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.

მაიკლ ფლინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვის წინააღმდეგაც ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის გუნდსა და რუსეთს შორის შესაძლო გარიგების თაობაზე აშშ-ში გამოძიება ჩატარდა. 2017 წელს ის აშშ-ში რუსეთის ყოფილ ელჩთან ურთიერთობების თაობაზე FBI-სთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო დამნაშავედ ცნეს. ფლინმა დანაშაული აღიარა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა