აზერბაიჯანის საგარეო უწყება მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას პროვოკაციად აფასებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია მხოლო და მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს.

„სენატის მიერ აბსოლუტურად მიკერძოებული რეზოლუციის მიღება მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს. როგორც ჩანს, საფრანგეთის სომხები ფართოდ იყენებენ კონფლიქტის თემას წინასაარჩევნო მიზნებისთვის.

გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ საფრანგეთის მიერ მიღებულ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს. თუმცა, ამ დოკუმენტის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი მიღება შუამავლის სტატუსის მქონე ქვეყნის მიერ საეჭვოს ხდის ამ ქვეყნის ნეიტრალურობას. ის ასევე ძირს უთხრის საფრანგეთის, როგორც სამართლიანი შუამავლის, რეპუტაციას აზერბაიჯანულ საზოგადოებაში,“- ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, გუშინ საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. ექსპერტები განმარტავენ, რომ რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული არ არის ის შეასრულოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა