26 ნოემბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი რიდიან ბრუკის "ომის შედეგებს" მიიღებს

26 ნოემბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი სერიის "ომებსა და ადამიანებზე" ახალ წიგნს მიიღებს. ეს არის რიდიან ბრუკის ბესტსელერი "ომის შედეგები", რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.

წიგნის მიხედვით, გადაღებულია ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს კირა ნაითლი და ალექსანდრ სკარსგარდი ასრულებენ.

წიგნი მოგვითხრობს 1946 წლის პერიოდის ადამიანებზე. რი­დი­ან ბრუ­კი გვი­ამ­ბობს დან­გრე­უ­ლი ჰამ­ბურ­გის შე­სა­ხებ, სა­დაც ბრი­ტა­ნე­ლე­ბი „წეს­რი­გის“ და­სამ­ყა­რებ­ლად ჩა­დი­ან. ჰამ­ბურ­გის დრო­ე­ბით მე­რად ბრი­ტა­ნე­ლი სამ­ხედ­რო ინიშ­ნე­ბა, რო­მელ­საც ომის დროს 11 წლის შვი­ლი და­ე­ღუ­პა. ის ქა­ლა­ქის აღ­სად­გე­ნად იწყებს მუ­შა­ო­ბას. ბრი­ტა­ნე­ლი სამ­ხედ­რო გერ­მა­ნი­ა­ში ცოლ­თან ერ­თად ჩა­დის. მას­პინ­ძლე­ბი გერ­მა­ნე­ლი მამა-შვი­ლი არი­ან, რომ­ლებ­მაც ომში ასე­ვე უმ­ძი­მე­სი და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­დეს.

ეს არის რომანი სიძულვილის სიყვარულად ქცევის შესახებ.

წიგ­ნის მთარ­გმნე­ლი ლე­ვან ინა­სა­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ავ­ტორს ყო­ველ­გვა­რი მა­ღალ­ფარ­დოვ­ნე­ბის გა­რე­შე, მხატ­ვრუ­ლი ოს­ტა­ტო­ბით აქვს ასა­ხუ­ლი ომის უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი და მის მიერ ადა­მი­ა­ნებ­ზე დას­მუ­ლი დაღი.

„ავ­ტო­რის გზავ­ნი­ლი საკ­მა­ოდ მკა­ფი­ოა: არა ომს! ხოლო თუ რა­ტომ არა, ეს ნაჩ­ვე­ნე­ბია კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, ოჯა­ხე­ბის ბე­დით, რო­მე­ლიც ამ ომმა გან­სა­ზღვრა“, - ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ სერია "ომებსა და ადამიანებზე", რომელიც ახლახან დაიწყო, აერთინებს ლიტერატურას ომის თემატიკაზე. სერიის პირველი ორი წიგნი "შინდლერის სია" და "წიგნის ქურდი" გახლდათ. პროექტის წიგნები თვეში ერთხელ ჟურნალთან ერთად გამოიცემა.

წიგნის სპეციალური ფასი იქნება 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00.

იკითხეთ "ბიბლუსის" მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

გამოწერის შემთხვევაში, მიმართეთ elva.ge-ს ქოლ-ცენტრს: 0322 38 26 73; 0322 38 26 74

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი