დავით ჭიჭინაძე - პოლიტიკური კრიზისის დაძლევას პოლიტიკოსები სჭირდება და არა მონები

პოლიტიკური კრიზისის დაძლევას პოლიტიკოსები სჭირდება და არა მონები, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ თავისი სულელური განცხადებებით და ქმედებებით ქვეყანას იქამდე მიიყვანს, რაც ჩვენში არასოდეს ყოფილა. ეკონომიკას მომავალი აღარ აქვს; ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის პირდაპირი გზა შიმშილისკენ; სოციალური აფეთქება კი, ყველაზე მძიმე აფეთქება იქნება, იმიტომ რომ, შიმშილი ის მოცემულობაა, რომელიც ადამიანებს სახლში არ/ვერ დატოვებს. ამდენი მშიერი ადამიანი ქუჩაში კი, ეს იქნება კატასტროფა, ქვეყნის დანგრევა, აბსოლუტური უპერსპექტივობა. მოკლედ, დღეს მივექანებით 90-იანი წლებისკენ, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ყველაფერი ვალშია და არც არანაირი დახმარების პერსპექტივა არსებობს და არც სამუშაო ადგილების შექმნის. ეკონომიკასთან მიმართებით „ოცნების მთავრობა“ გადაწყვეტილებას იმიტომ ვერ იღებს, რომ მათთვის ძირითადი მაინც პოლიტიკური შემადგენელი ნაწილია და არა ხალხთან მიმართებაში სწორი მოქმედება. ოპოზიცია კი იმდენად მიუღებელია მათთვის და განსხვავებული აზრის მოსმენა იმდენად უჭირთ, რომ არა მარტო „ამაყად“ აპირებენ ერთპარტიულ, კომკავშირულ პარლამენტში შესვლას, პანდემიის გავრცელებასაც კი, ოპოზიციას აბრალებენ! ანუ, როგორც ბიძინა ივანიშვილი არ უშვებს განსხვავებული აზრის მოსმენას, ზუსტად ისევე მოქმედებენ „ოცნების“ ჩინოვნიკები, მაგრამ ისინიც ხომ პატარა ბიძინები არიან", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს