რუსეთში კორონავირუსის 25 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 524 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 187 990-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევები ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 524 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 38 062-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევები ასევე რეკორდულია მაჩვენებელია რუსეთისთვის.

ქვეყანაში კოვიდ -19-სგან დღემდე 1 685 492 ადამიანი განიკურნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა