პროკურორი - ნინო კალანდაძე დაიკითხება მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობისას გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიებში არ იყო

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე დავით გარეჯის თემაზე მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს კითხვებს გასცემს პასუხს.

როგორც სადრაძე განმარტავს, ნინო კალანდაძეს ყველა იმ კითხვას დაუსვამენ, რომელიც საქმესთან შემხებლობაშია და რელევანტურია.

„მოსამართლის წინაშე დაიკითხება ნინო კალანდაძე, მან უარი განაცხადა ნებაყოფლობით საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, ამიტომ დაიკითხება სასამართლოს წინაშე. დაკითხვის საფუძველს რაც შეეხება, ის მოწმეთა გამოკითხვის ოქმებშიც ფიგურირებს, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნისას საჯარო განცხადება გააკეთა პრესკონფერენციაზე, სადაც მიუთითა, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიებში არ იყო, ასევე გაკეთებული აქვს სხვადასხვა სატელევიზიო განცხადებები“, - განაცხადა სადრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა