ანზორ მელიას განცხადებით, მის გარდა, კლინიკა „გულის“ 70-მდე სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული, კლინიკაში კი 10 დეკემბრამდე მხოლოდ კარდიოქირურგიული განყოფილება ფუნქციონირებს

კლინიკაში „გული“ კორონავირუსით 70-მდე სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული, აქედან 30 ექიმი და 40-მდე ექთანია. დაინფიცირებულია თავად კლინიკის ხელმძღვანელი, ანზორ მელიაც. როგორც ანზორ მელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი და სხვა სამედიცინო პერსონალის მკურნალობის პროცესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს და არც ერთ მათგანს არ დასჭირდა სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა.

„ძირითადად არის დაინფიცირებული 30 ექიმი და 40-მდე ექთანი, ტექნიკური პერსონალიც დაინფიცირებულია, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველასთან გართულების გარეშე მიმდინარეობს და საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებიათ, არც ფილტვების ანთება არ აქვთ.

რაც შემეხება მე, სიცხე არ მაქვს და სახლის ეზოში დავდივარ, რადგან სიარული და სუფთა ჰაერი ამ დროს აუცილებელია,“- განაცხადა ანზორ მელიამ.

მისივე განმარტებით, კლინიკა დაახლოებით 10 დღის წინ 10 დეკემბრამდე დაიხურა, ფუნქციონირებას კი მხოლოდ კარდიოქირურგიული განყოფილება განაგრძობს. მისივე თქმით, კლინიკაში ვირუსის გავრცელების წყარო ის პაციენტები გახდნენ, რომლებმაც ან არ იცოდნენ, რომ კორონავირუსი ჰქონდათ ან განგებ მალავდნენ ტემპერატურის არსებობას.

„კლინიკაში მხოლოდ კარდიოქირურგიული განყოფილება მუშაობს დანარჩენი ყველაფერი დაიხურა 10 დეკემბრამდე სანამ არ გამოვჯანმრთელდებით.

ავადმყოფების უმრავლესობამ თვითონაც არ იცოდა, რომ კოვიდი ჰქონდათ, ზოგიერთი მალავდა სიცხეს და დაინფიცირდა განყოფილება. 10 დღის წინ დავხურეთ განყოფილება. მთელი სიმძიმე გადავიდა ემერჯენსზე და ინტესიურზე, ამ დროს სტენოკარდიები, ინფარქტები, მოციმციმე არითმიემი მოაწვა და შემოგვეპარნენ კოვიდიანი ავადმყოფები. დიაგნოზის დასმის შემდეგ 2-3 დღე ვერ გადაგვყავდა ეს ავადმყოფები სპეციალიზებულ კლინიკაში და ამან შეუწყო ხელი გავრცელებას და როცა ვნახე, რომ უკვე გამოუვალი მდგომარეობა იყო, დავხურე კლინიკა იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ იყო,“- განაცხადა ანზორ მელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო