პრემიერი - ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გადაუვადდათ, სრულად ჩამოეწერება ტურიზმის სექტორს.

„ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის 2021 წლის პერიოდში ქონების გადასახადი იქნება გაუქმებული. ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადიდან.

ტურიზმის სექტორში, როგორც გახსოვთ, 2020 წლის განმავლობაში, 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადი იყო, ეს იყო დასაწყისში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს საშემოსავლო გადასახადი რომელიც იყო გადავადებული, სრულად ჩამოეწერება,“- განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა