სარესტორნო ბიზნესს სესხის საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს

სარესტორნო ბიზნესს, რომელსაც საბანკო სასესხო ვალდებულება გააჩნია, სახელმწიფო საპროცენტო განაკვეთს დაუსუბსიდირებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეისათვის ტურიზმის სექტორთან ერთად ყველაზე მეტად, სწორედ სარესტორნო ბიზნესი დაზარალდა.

„მოგეხსენებათ, დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ ტურიზმის სექტორთან ერთად რესტორნის ბიზნესია ყველაზე დაზარალებული. ამიტომ ის ეფექტური ინსტრუმენტი დახმარების სასტუმროებისთვის, რომელიც ჩვენ გვქონდა - მათი სასესხო ვალდებულებების პროცენტის სუბსიდირება, იგივე პროგრამა დაწესდება და გაგრძელდება რესტონების ბიზნესზეც. ყველა იმ სარესტორნო დაწესებულებას, კომპანიას, რომელსაც გააჩნია საბანკო სასესხო ვალდებულება, სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს საპროცენტო განაკვეთს,“ - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო