გიორგი გახარია - მრავალპარტიული პარლამენტი არის ის, რაც ამ ქვეყანამ დაიმსახურა

წელს, 2016 წლის არჩევნებზე მეტი ადამიანი მივიდა ხმის მისაცემად, ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ყველას ერთად, 9 პარტიას, ამ პანდემიურ და ეკონომიკურ კრიზისში, დაგვავალეს, დასხედით ერთად, ერთად აიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად მართეთ ქვეყანა და ერთად გამოდით ამ კრიზისიდანო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს თავისი ლოგიკით.

„ეს ლოგიკა როგორც კი წინააღმდეგობაში მოვა ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების ინტერესებთან, ჩვენ, როგორც მთავრობა, ვალდებულები ვართ, არც ერთი დღე არ დავაგვიანოთ, რამეთუ ქვეყნის ყოველდღიურ ოპერირებაზეა საუბარი. აქ საუბარია ჯანდაცვის სისტემის დაფინანსებაზე, იმ სოციალურ დახმარებაზე და ბიზნესის დახმარებაზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ.

ჩვენი, როგორც ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ პოლიტიკური პროცესის განვითარების ლოგიკას. ჩვენ ვთვლით, რომ მრავალპარტიული პარლამენტი არის ის, რაც ამ ქვეყანამ დაიმსახურა და ეპიდემიის პირობებში ჩაატარა პირველი ტურიც და მეორე ტურიც. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება განსაკუთრებით კრიზისში და ეპიდემიაში, ვერ გაჩერდება ნებისმიერი პოლიტიკური ლოგიკის ხარჯად. ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო სამი თვის განმავლობაში. შედეგად მივიღეთ ქვეყნის ისტორიაში პირველად, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების პირობებში, პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების და ოპოზიციური ადგილების უპრეცედენტო რაოდენობა. ეს ის შედეგია, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს პროცესი იყო სწორი, ეს იყო ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება. წელს რომ 2016 წლის არჩევნებზე მეტი ადამიანი მივიდა ხმის მისაცემად ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ყველას ერთად, 9 პარტიას, ამ პანდემიურ და ეკონომიკურ კრიზისში დაგვავალეს, რომ დასხედით ერთად, ერთად აიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად მართეთ ქვეყანა და ერთად გამოდით ამ კრიზისიდანო. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა შევასრულოთ და ჩვენ ვაძლევთ ყველას შესაძლებლობას, რომ ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში იყვნენ ჩვენთან ერთად. ვიღაცა თუ ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი და დავტოვოთ დაფინანსების გარეშე ჯანდაცვის სისტემა და ის სოციალური დახმარების პაკეტები, რომელსაც დღეს ვამტკიცებთ“, - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ხომ არ სჯობდა არჩევნების გადადება, გახარიას თქმით, „არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და მისცეს ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას“.

„არავინ თქვას, არჩევნები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ შევინარჩუნებდით იმ ციფრებს, რაც გვქონდა აგვისტოში. ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ მეორე ტალღა იყო ის მოვლენა, რომელზეც ვსაუბრობდით ივნისშიც, ივლისშიც და აგვისტოშიც და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით“, - განაცხადა გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს