განათლების მინისტრი - მედიცინის აკადემიურ პროგრამებზე უნივერსიტეტებს აქვთ უფლება პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება, სტრატეგიული მიმართულებაა ქვეყნისთვის, შესაბამისად მედიცინის აკადემიურ პროგრამებზე უნივერსიტეტებს აქვთ უფლება პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლები, ბაღები და პროფესიული სასწავლებლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

„უწყებათაშორისმა საბჭომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებს შეჩერებული აქვთ მუშაობა და ეს არ შეიცვლება. რაც შეეხება სკოლებს - დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას, ასევე პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ ფორმატზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა.

როგორც მოგეხსენებათ, სიტუაციიდან გამომდინარე მედიცინის მიმართულება, სტრატეგიული მიმართულებაა ქვეყნისთვის, შესაბამისად მედიცინის აკადემიური პროგრამები უნივერსიტეტებს აქვთ უფლება პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად”, - განაცხადა ჩხენკელმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო