ნათია თურნავა - ეს არ არის ე.წ. ლოკდაუნი, ეს შეზღუდვები ლოკალურია

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკური ზემოქმედების თვალსაზრისით, ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი და ეპიდემია გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას, ვიდრე მოკლევადიანი და ლოკალური შეზღუდვები. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, დაწესესებული შეზღუდვები ლოკალური და სექტორულია.

„შეზღუდვების აუცილებლობა სახეზეა. იმისთვის, რომ ჩვენ გადავტეხოთ ნეგატიური ტენდენცია, რაც დაკავშირებულია ინფიცირებულთა ზრდასთან და მეორე ტალღასთან, შეზღუდვების შემოღება გვიწევს. ასევე იმასაც ვიტყვი, რომ ეკონომიკური ზემოქმედების თვალსაზრისით, ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი და ეპიდემია გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას, ვიდრე მოკლევადიანი და ლოკალური შეზღუდვები, რომლითაც ჩვენ მოველით, რომ გადავტეხავთ ამ ტენდენციას და გავრცელებას შევანელებთ. აქედან გამომდინარე, შეზღუდვები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ და ამაზე ამ დღეებში საუბარი გვქონდა ბიზნესთან, კვლავ არასაყოველთაოა.

ეს არ არის ე.წ. ლოკდაუნი. ეს შეზღუდვები არის ლოკალური, რადგან კონკრეტულ ქალაქებში განხორციელდება. ასევე, ეს არ არის საყოველთაო, არამედ სექტორულია, იმიტომ, რომ კონკრეტულ სექტორებზე იქნება მიმართული, რომელიც არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებში აგენერირებს უფრო მეტ მობილობას. ეს არის ძირითადად არასასურსათო ვაჭრობა, ბაზრობები , რესტორნები და ზამთრის კურორტები“,-განაცადა თურნავამ.

მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვები მაქსიმალურად დაბალანსებულია სოციალური და ბიზნეს დახმარების პაკეტებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა