„თიბისი“ სოციალური მედიისა და მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის 2020 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

„თიბისი”, საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემის - Global Finance-ის 21-ე დაჯილდოებაზე, მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა კორპორატიული ციფრული ბანკების კატეგორიაში - სოციალური მედიის, მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სერვისებისთვის. ასევე, კომპანიამ ფიზიკური პირებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ტიტული მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “თიბისი” ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნულ კატეგორიაში “თიბისიმ” რეგიონალური ჯილდოც აიღო, როგორც საუკეთესო კორპორატიულმა ციფრულმა ბანკმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

საერთაშორისო აღიარება „თიბისიმ“ ციფრული კომუნიკაციების ძლიერი სტრატეგიისთვის, ციფრული არხებისა და სერვისების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისთვის, წარმატებული ციფრული ინიციატივებისთვის, ასევე ციფრული არხების დიზაინისა და პრაქტიკულობისთვის მიიღო.

„წელს, გლობალურმა პანდემიამ ციფრულ საბანკო მომსახურებაზე გადასვლა დააჩქარა, თუმცა წინდახედულ ბანკებს უკვე არჩეული ჰქონდათ აღნიშნული გზა. ციფრული ბანკების კატეგორიაში ის ფინანსური ინსტიტუტები დავაჯილდოვეთ, რომლებიც წარმატებით ინტეგრირდნენ თანამედროვე მომხმარებლებისა და სამყაროს საჭიროებებთან“, - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და რედაქტორმა ჯოზეფ გიარაპუტომ.

„აღნიშნული ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის შესაბამისობას თანამედროვე ადამიანთან - გავუმარტივოთ მათ ცხოვრება და ასევე ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ შრომას - მომხმარებლებს მათზე მორგებული, საუკეთესო სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. ეს აღიარება ასევე იმის მტკიცებულებაა, რომ თიბისი წარმატებით ასრულებს გაციფრულებისა და დისტანციური არხების განვითარების სტრატეგიას, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და არსებულმა რეალობამ აღნიშნული პროცესი უბრალოდ დააჩქარა. იმ დროს, როდესაც სოციალური დისტანცია ყოველდღიურობის აუცილებლობად იქცა, სწორედ განვითარებული ციფრული არხები გვეხმარება მომხმარებლებთან მუდმივი და სრულყოფილი კავშირი გვქონდეს დისტანციურად და მათ მინიმალურად დასჭირდეთ ფილიალში მოსვლა“, -განაცხადა „თიბისის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა