ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით, Europcar კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს

ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით, „თეგეტა“ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „Europcar“ კომპანიებს სთავაზობს თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის სატრანსპორტო მომსახურებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“კომპანია „Europcar“-დან აცნობეს, კომპანია უზრუნველყოფს მძღოლების და მგზავრებისთვის პირბადეებს, თერმოსკრინინს, ავტომობილების სრულ დეზინფექციას ყოველი დღის ბოლოს, ავტომობილების და მგზავრთა დაზღვევას, ასევე საწვავს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, Europcar-ის ავტომობილები აღჭურვილია უახლესი ჯიპიეს სისტემით და ყველა საჭირო დამატებითი აქსესუარით.

„კომპანია „Europcar“ კომპანიებს სთავაზობს თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის სატრანსპორტო მომსახურებას. რაც გულისხმობს კონკრეტული კომპანიის თანამშრომლების ტრანსპორტირებას სახლი-სამსახური-სახლი, ასევე შეხვედრებზე გადაადგილებას. სერვისი მოიცავს როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე მინივენების და მიკროავტობუსების მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეპიდსიტუაციის გამწვავების ფონზე, მეტად მნიშვნელოვანია დავიცვათ უსაფრთხოების ზომები და ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე, რაც უზრუნველყოფს ვირუსის გადადების შემთხვევებისგან დაცვას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლ ცენტრს: (+995) 32 244 80 80 ან (+995) 591 17 67 93“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს