ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დამატებითი ვალების მოზიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ იგეგმება

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავრიანის განცხადებით, მოლაპარაკებები დამატებითი ვალების მოზიდვასთან დაკავშირებით არ იგეგმება და დღეს დაანონსებული დახმარების პაკეტი, რომელიც ბიუჯეტს 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება, უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება.

მისივე თქმით, აქამდე სახელმწიფოს მიერ ვალის სახით აღებული თანხის ხარჯვა გაგრძელდება და არაა მოსალოდნელი, რომ მომდევნო წელს კვლავ საჭირო გახდეს თანხების გადაუდებელი მოზიდვა.

„2021 წლის ბიუჯეტით იცით, რომ უახლოეს დღეებში შევალთ პარლამენტში. მომდევნო წელს ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის შენარჩუნება გვიწევს, შესაბამისად, ეს იქნება დაფინანსების წყარო. თანხები, რომლებიც წელს მოვიზიდეთ და უკვე ხელმოწერილი გვაქვს, სრულად ჰყოფნის ამ სფეროების დაფინანსებას, ამიტომ განსაკუთრებული ახალი მოლაპარაკებები ვალების მოზიდვასთან დაკავშირებით არ იგეგმება. გადაუდებელი თანხები, 1.5 მილიარდი რაც წელს მოვიზიდეთ ამ კრიზისზე რეაგირებისთვის, მსგავსი მომდევნო წელს არ დაგვჭირდება, რადგან ეს თანხები მეტობით გვქონდა მობილიზებული და გავაგრძელებთ ხარჯვას. თუმცა, ვალების შემცირებას იმ ტემპით ვერ დავიწყებთ, როგორც გვინდა, რომ დავიწყოთ“,-განაცხადა მინისტრმა სახელმწიფოს მიერ წარდგენილი დახმარების პაკეტის დაფინანსების წყაროებზე საუბრისას.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!
ერთად ყოფნის 10 წელი - „კარფური“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს, ყოველ თვე განსაკუთრებული პრიზებით დააჯილდოებს
ფრანგულ ბრენდ  ETAM-ის ახალი ფილიალი „დრესაპ ჯგუფისგან“
„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს