ჯანდაცვის მინისტრი - კოვიდ სასტუმროებში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დამატებით ჟანგბადის კონცენტრატორები შევიძინეთ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი ჟანგბადის კონცენტრატორები შეიძინეს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, გუშინ, საქართველოს მასშტაბით 100 კონცენტრატორი გადანაწილდა.

„რაც მნიშვნელოვანია და დაგაინტერესებთ, არის შემდეგი: სასტუმროებში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ შევიძინეთ დამატებით ჟანგბადის კონცენტრატორები. გუშინ საქართველოს მასშტაბით 100 კონცენტრატორი დარიგდა. პირველი დეკემბრისთვის ჩვენ ველოდებით დამატებით კიდევ 900 ჟანგბადის კონცენტრატორს, რაც ასევე გვაძლევს საშუალებას რომ სასტუმროების ბაზაზე, ჩვენ შევძლოთ პაციენტების მეტად უკეთესი მართვა“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო