ზაალ უდუმაშვილი - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები - დღეს უკვე საინტერესოა ხელისუფლების პოზიცია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა ახალი არჩევნებია, რომლის გარეშეც ისინი შექმნილი ვითარებიდან სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდს და მათი მხრიდან ახალ წინადადებებს ელოდება.

„დღეს ჩვენ ვხვდებით ჩვენი საზოგადების იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ შეურიგდებიან ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწერილ ციფრებს, რომელიც ცესკო-მ გამოაქვეყნა. სწორედ ამ ხალხთან ერთად ჩვენ გავივლით ჩვენს პოზიციებს, მათ შორის შევათანხმებთ სამოქმედო გეგმებსაც, მომავალში რას ვაკეთებთ, მათი მოსაზრებებიც გვაინტერესებს. ასე, რომ ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იქნება პოლიტიკოსებისა და საზოგადოების იმ ცნობილი წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც მართლაც ქვეყნის სადარაჯოზე დგანან და არ ურიგდებიან იმ უკანონობას, რომელიც დღეს ქვეყანაში სუფევს. დღეს ჩვენ გავცვლით აზრებს. დღეს ერთიანია საზოგადოება, ასევე პოლიტიკური სპექტრი, რომ დღეს შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები და სწორედ ამ თემაზე გვექნება საუბარი“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას ხელისუფლების მხრიდან არ მოუსმენია, თუ რა წინადადებით აპირებს ის მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე წარდგენას.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები. სხვა გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან ვერ ვხედავთ. ასე, რომ ველოდებით მესამე რაუნდს. ამ დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან. განვიხილეთ ძალიან ბევრი საკითხი, თუმცა დღეს უკვე საინტერესოა ხელისუფლების პოზიცია. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში მათი პოზიცია არ მოგვისმენია, თუ რა წინადადებით აპირებს ის მესამე რაუნდზე წარდგენას“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა