გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის დაფინანსების მოთხოვნა არჩევნების ირიბ ლეგიტიმაციას არ ნიშნავს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის დაფინანსების მოთხოვნა არჩევნების ირიბ ლეგიტიმაციას არ ნიშნავს.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ გამოიყენებს ყველა რესურსს, რაც პარტიების დაფინანსებასთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება საპარლამენტო დაფინანსებას, ბოკერიას თქმით, საპარლამენტო დაფინანსებას „ევროპული საქართველო“ არ აიღებს.

„ამ უთანასწორო ბრძლაში ჩვენ ყველა რესურსის გამოყენებას ვაპირებთ რაც დაკავშირებულია პარტიულ დაფინანსებასთან. ბუნებრივია, საპარლამენტო დაფინანსების კომპონენტს არ და ვერ ავიღებთ იმიტომ, რომ საპარლამენტო საქმიანობაში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლას არ ვაპირებთ. პატივს ვცემ იმას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ ჩვენ ასე ვთვლით. თუ ბატონ კობახიძეს უნდა მუქარის შესრულება, თვითონ გადადგან ეს ნაბიჯი ამ ვითარებაში, რომ პოლიტიკური პოზიციის გამო ცვლიან თამაშის წესებს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ოპოზიციამ კომპრომისის სახით ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარება შესთავაზა.

„ჩვენი კომპრომისი არის ხელახალი არჩევნების მაგივრად, ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ძალიან გონივრული კომპრომისი შესთავაზა ოპოზიციამ ხელისუფლებას იმიტომ, რომ წესით, უნდა ტარდებოდეს ხელახალი არჩევნები. რეალობიდან გამომდინარე და ჩიხიდან გამოსავლის პოვნის გამო, ვადამდელი არჩევნების ჩატარება არის ძალიან კონსტრუქციული წინადადება. სანამ ეს არ მოხდება და არ დაფიქსირდება ის, რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლება ხელისუფლება ვერ დარჩება და უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, მანამდე ბოიკოტის საკითხის გადახედვა არ განიხილება „ევროპულ საქართველოში“,- განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს