სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და საბანკო ასოციაცია საბანკო სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე ითანამშრომლებენ

საბანკო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საქართველოში „ღია ბანკინგის“ დანერგვის პროცესში მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხების განხილვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს, ალექსანდრე ძნელაძეს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, დისტანციურ ფორმატში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანი, სამსახურის დეპარტამენტის უფროსები და ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ღია ბანკინგი“ საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროექტის დანერგვის პროცესში საკონსულტაციო რეჟიმში ჩაერთვება. ელექტრონული პროდუქტების დანერგვის საწყის ეტაპზევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობა ამ პროცესში მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი დამუშავების რისკების შემცირებასა და შემდგომში შესაძლო დარღვევების პრევენციას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა. ლონდა თოლორაიამ საბანკო ასოციაციას, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, 2021 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და საბანკო ასოციაციამ სამომავლო თანამშრომლობის სფეროები განსაზღვრეს და უახლოეს მომავალში, საბანკო სექტორის ჩართულობით, 2021 წლის ერთობლივი სამოქმედო გეგმის განხილვაზე შეთანხმდნენ”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო